გირჩის დეპუტატის იაგო ხვიჩიას განცხადებით, მთავარი პრობლემა საზოგადოების ინფორმირებულებაშია, რასაც მხოლოდ მისი პარტიის წარმოამდგენლები აკეთებენ.
ამის შესახებ ხვიჩიამ დღის ამბებში განაცხადა.
“მთავარი პრობლემა ახლაც არის საზოგადოების ინფორმირებულობაში. დღესაც კი არცერთი პოლიტიკური პარტია არ ამბობს , გარდა გირჩისა თუ როგორი ქვეყანა უნდა და როგორი იქნება ეს ქვეყანა ბიძინა ივანიშვილისა და ქართული ოცნების შემდეგ. ეს იყო მთავარი პრობლემა გასული წლის არჩევნებზეც. საუბარი არის მხოლოდ თუ როგორი ცუდია მეორე მხარე. ოპტიმისტი ვარ, და მგონია რომ როგორც არ უნდა მორჩეს არჩევნები ქვეყანაში ახალი არჩევნები დაინიშნება “,- ამბობს ხვიჩია