ირაკლი კობახიძის განცხადებით, ევროკავშირის ელჩის შეფასება მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით შესაბამისი არ იყო.
მისივე თქმით, მსგავსი ტიპის პროვოკაცია, რომელიც ხორციელდება მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერის მხრიდან მძაფრ შეფასებას საჭიროებს, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა, მელიას მხრიდან მომდევნო პროვოკაციისთვის მწვანე შუქი აღმოჩნდეს.
“მელიამ შეურაცხყოფა მიაყენა ევროკავშირის ოფისსაც, რადგან ის შედიოდა ევროკავშირის ოფისში. როდესაც ასეთ რაღაცას აკეთებს ფორმალური თავმჯდომარე თუნდაც მთავარი ოპოზიციური პარტიის, ეს, რა თქმა უნდა, საჭიროებს მძიმე შეფასებას, მაგრამ ჩვენ ეს შეფასება ვერ მოვისმინეთ. როდესაც ასეთი მძიმე პროვოკაცია ხორციელდება, ამას სჭირდება შესაბამისი შეფასება. როდესაც ასეთი შეფასება არ არის სახეზე, ასეთ შემთხვევაში მელიასნაირმა ადამიანმა შეიძლება მიიღოს, როგორც მწვანე შუქი შემდეგ პროვოკაციებზე”, – ამბობს კობახიძე.
შეგახსენებთ, რომ ქართული ოცნების დეპუტატი ირაკლი კობახიძე ევროკავშირის წარმომადგენლებს საელჩოში ხვდებოდა, რა დროსაც ნაციონალური მოძრაობის ლიდერი ნიკანორ მელია მივიდა. ნიკანორ მელიამ კობახიძეს კობახიძეს კითხვით, მიმართა ” დმანისში ჩვენი აქტივისტი ჩვენ დავჭერით” სწორედ ამ კითხვას მოჰყვა სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მელიასა და კობახიძეს შორის. შემდეგ, ქართული ოცნების აქტივისტებმა დაგეგმეს აქცია საელჩოსთან, თუმცა ირაკლი კობახიძემ გააკეთა ბრიფინგი და აქტივისტებს მოუწოდა რომ დაშლილიყვნენ.