ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

გამყრელიძე :  გვპირდებიან ყველა შეხვედრაზე, რომ რთველის დასრულების შემდგ, აცრის პროცესი უფრო გააქტიურდება 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე, რომელიც დღეს კახეთში, სოფელ ყარაჯალაში იმყოფებოდა და ადგილზე  არსებულ ეპიდვითარებასა და იმუნიზაციის პროცესს გაეცნო.

ამასთან, ამირან გამყრელიძე უშუალოდ ჩაერთვება რთველის პროცესში და იქ მყოფ ადამიანებს მიაწვდის ინფორმაციას.

დღეს დაავადებათა კონტროლის ცენტრი სტუმრობს სოფელ ყარაჯალას. მოგეხსნებათ, ეს ერთ-ერთი დიდი სოფელია თელავის რაიონში და დასახლებული ეთნიკური უმცირესობით, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია მათთან სწორი ინფორმაციის მიტანა. მომდევნო სამი თვე უნდა იყოს ინტენსიური. ვაქცინების მარაგი ქვეყანაში საკმარისი გვაქვს, ამიტომ ვთავაზო ადამიანებს ავიცრათ, აცრის გარეშე ამ ეპიდემიას ვერ დავასრულებთ . ვპირდებიან ყველა შეხვედრაზე, რომ რთველის დასრულების შემდგ, აცრის პროცესი უფრო გააქტიურდება – ამბობს გამყრელიძე

იტვირთბა....