ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის გიორგი ბარამიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი არჩევნებისთვის საქართველოში ჩამოვა.
ამის შესახებ ბარამიძემ დღის ამბებში განცხადება.
მისივე თქმით, ივანიშვილი იძულებული იქნება ხელისუფლებიდან წავიდეს იმ შემთხვევაში თუ ამ ყველაფერს ქართველი ხალხი მოინდომებს.
“ჩვენი ამოცანა არის ხალხს ავუხსნათ, რომ არ უნა იყვნენ პასიური, ყველა ადამიანის ხმას აქვს მნიშვნელობა და თითოეული ადამიანი და ყველანი ჩვენ ერთად ქვეყნის პატრონი ვართ და არა ბიძინა ივანიშვილი და მისი ბანდა ერთად. მხოლოდ ქართველი ხალხი წყვეტს და ეს თვითონ ხალხმაც კარგად იცის ამ ქვეყნის ბედს. 2012 წელს, ხალხმა როგორც მოინდომა, ტყუილების შედაგად, გაბრაზდა ხალხი თუ როგორ მოხდა ხელოვნურად, არასწორი ინფორმაციის მიწოდება საზოგადოებისთვის ეს სხვა თემაა. ივანიშვილი იძულებული იქნება წავიდეს ხელისუფლებიდან თუკი ხალხი მიუჩენს მას თავის ადგილს არა ხელისუფლებაში, არამედ ოპოზიციაში. მიხეილ სააკაშვილი არჩევნებისთვის საქართველოში იქნება, ამას როგორც იტყვიან წყალი არ გაუვა, იმიტომ რომ დღეს საქართველოს ბედი წყდება. მან თქვა, რომ ის უახლოეს ხანში იტყვის რა ტრანსპორტით, როგორი ,როდის იქნება საქართველოში და მე დარწმუნებული ვარ, რომ მის სიტყვებს შეასრულებს “, – განაცხადა ბარამიძემ.