ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

სააკაშვილი : ახლა ყველანაირი ძველი ქიშპობა, კბენები უნდა დავივიწყოთ ,თუ ვიღაც პირადაპირ ივანიშვილზე არ მუშაობს

საქართველოს მესამე პრეზიდენტი ვიდეომიმართვას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ქართული ოცნება 43%-იან ბარიერს ვერ უახოვდება.

მისივე თქმით, გადამწყვეტი მომენტი ახლოს არის რაც ოპოზიციისგან მხრიდან ერთობას მოითხოვს.

ამასთან, სააკაშვილმა საკუთარ მხარდამჭერებს კიდევ ერთხელ მოუწოდა არჩევნებში აქტიურად ჩართულობისკენ.

“ქართული ოცნება შიდა კვლევებით ვერ უახლოვდება იმ სანუკვარ 43%- იან და ეს არის ძალიან ცუდი ამბავი. მე მინდა ვუთხრა ყველა ოპოზიციურ ძალას – ჩვენ ეხლა გვმართებს ერთიანობა, ჩვენ უნდა შევიდეთ ერთიანი ფრონტით განსაკუთრებით გაყალბების წინააღმდეგ და მას შემდეგ რაც საქართველოში ხელისუფლება შეიცვლება, რა თქმა უნდა მოხდეს ფართო კვალიციური შეთანხმება და ჩვენ ყველამ ერთად უნდა შევძლოთ სიტუაციის ამ გარდამავალ პერიოდში. ახლა ყველანაირი ძველი ქიშპობა,კბენები უნდა დავივიწყოთ თუ ,რა თქმა უნდა, ვიღაც პირაპირ ივანიშვილზე არ მუშაობს ამისთვის მისგან არ იღებს ანაზღაურებას. ახლა არის დრო, ვისაც შეგიძლიათ აიღოთ ბილეთი და ჩახვიდეთ საქართველოში, ახლა წყდება საქართველოს ბედი, მე ეს ვიცი და მე ვაპირებ იგივეს გაკეთებას”,- აღნიშნავს სააკაშვილი.

იტვირთბა....