ნაციონალური მოძრაობის წევრი რომან გოცირიძე ფეისბუქ პოსტით კომპანია ენკას მიერ ხელშეკრულების შეწყვეტის საკითხ ეხმაურება და ამბობს, რომ ნამახვანი ქვეყნისათვის უმნიშვნელოვანესი ეკონომიკური და პოლიტიკური დატვირთვის მქონე პროექტი იყო.
მისივე თქმით , ნამახვანჰესის პროექტის დასრულება რუსეთის ენერგეტიკული მარწუხებიდან თავის დაღწევის ყველაზე დიდი საშუალება იყო.
“ნამახვანი, ნენსკრა, ხუდონი, ხადორი (ეს უკანასკნელი ამათთან რა მოსატანია, მისი გარემოზე ზემოქმება ერთი დიდი წისქვილის ტოლფსია) და კიდევ ორმოცდაათზე მეტი პროექტი რომ შეჩერდა, რა თქმა უნდა, ამაში მთავრობაა დამნაშავე. სხვას ვერც ვერავის გადააბრალებს და ვერც ვერაფრით იმართლებს თავს.
რუსეთი, შვბნელი “მცველები”, რომლებმაც ჟურნალისტების დარბევაშიც მიიღეს მონაწილება, აგრესიული მღვდლები, მწვანე აქტივისტევი, “ახალი ინტელიგენციის” ნაწილი, პოპულისტი პილიტიკოსები და ასე შემდეგ, ამ პრობლემის ზედაპირული გამოვლინების ნაწილია. პრობლემის მთავარი არსი კი არაკომპეტენტური, კორუმპირებული და ძალაუფლების შენარჩუნებაზე დაგეშილი მმართველი პოლიტიკური ძალის ქმედებებში მდგომარეობს.
“ნანახვანის” გაჩერება დიდი დარტყმაა ქცეყნისათვის. ეს პროექტი ანკლია 2-ად იქცა. “ნამახვანი” იყო ქვეყნისათვის უმნიშვნელოვანესი ეკონომიკური და პოლიტიკური დატვირთვის მქონე პროექტი. ენგურის შემდეგ სიდიდით მეორე ელექტროსადგური იყო რუსეთის ენერგეტიკული მარწუხებიდან თავის დაღწევის ყველაზე დიდი საშუალება.
დღეს, რუსეთს ღილაკზე ერთი ხელის დაჭერით შეუძლია ჩააბნელოს მთელი ქვეყანა. იმიტომ კი არა, რომ კატასტროფულად იზრდება რუსეთიდან და სხვა ქვეყნებიდან ელექტროენერგიის იმპორტი, არამედ იმიტომ, რომ ენგურის ჰოდროელექტოსადგურში დენის გამომუშავება მთლიანად მათ კონტროლქვეშაა (ოკუპირებულ გალის რაიონში). ტანკებზე უფრო ძლიერ ამ ძალას რუსეთი როცა უნდა მაშინ გამოიყენებს.
უმწიფარი საზოგადოების ნიშანია, როცა ვერ კეთდება ის, რაც ქვეყნისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია “,- წერს რომან გოცირიძე