პარტია „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძის განცხადებით ქართულმა ოცნებამ საიმედო პარტნიორის რეპუტაცია დაკარგა.
ამის შესახებ ჯაფარიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა რითაც პრემიერმინისტრის,ირაკლი ღარიბაშვილი გაეროს 76-ე სესიის გენერალურ დებატებზე გაკეთებული განცხადებებს გამოეხმაურა.
„ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ქვეყნის ინტეგრირება, რა თქმა უნდა, პირველი პრიორიტეტია საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით. ქართული ოცნება, რომელმაც სამჯერ მოატყუა ჩვენი უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული პარტნიორები, საუბრობენ, თითქოს მის პრიორიტეტშია ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაერთიანება, რაც სამწუხაროდ, სასაცილოა.
ქართულმა ოცნებამ და მისმა ლიდერებმა დაამყარეს ანტირეკორდი. 2 თვის განმავლობაში 3-ჯერ მოატყუეს ევროკავშირი, არ შეასრულეს ის პირობები, რომელიც აღებული იყო. დაკარგეს როგორც საიმედო პარტნიორის რეპუტაცია, შესაბამისად, ასეთ პოლიტიკურ ძალასთან ქვეყანას მომავალი არ აქვს“, – აღნიშნავს ჯაფარიძე.
შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გაერო-ს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიის მონაწილეებს გუშინ სიტყვით მიმართა.