ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

ვასაძე : ხვალ, პარლამენტის წინ 5 ივლისს დაკავებული ჩვენი ბიჭების გათავისუფლების მოთხოვნით აქცია გაიმართება

კვირას, 6 საათზე პარლამენტის წინ ჩვენი მეგობრები ალტ-ინფოდან  ეძახიან ყველას 5 ივლისს დაკავებული ჩვენი ბიჭების გათავისუფლების მოთხოვნით,-  ამის შესახებ „ერის“ ლიდერმა ლევან ვასაძემ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

“ხვალ,კვირას, 6 საათზე პარლამენტის წინ ჩვენი მეგობრები ალტ ინფოდან  ეძახიან ყველას 5 ივლისს დაკავებული ჩვენი ბიჭების გათავისუფლების მოთხოვნით. მე რომ თბილისში ვიყო დაგარეთ გასვლა შემეძლოს აუცილებლად წავიდოდი. ეს ბიჭები არიან გმირები, არ დაიზარეს და ეროვნულ ღირებულებებს, უსაშინლესი, ყოვლად მიუღებელი პროვოკაციისგან რომელიც როდესმე რომ დავუშვათ დავიღუპებით. ეს ბიჭები არ არიან მოძალადებიი, ისინი არიან მსხვერპლნი პროვოკაციის”,- აღნიშნა ვასაძემ

ცნობისთვის, 5 ივლისს „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგოდ გამართული აქციისა და დღის განმავლობაში აქციის პარალელურად განვითარებული მოვლენების დროს ჟურნალისტებზე თავდასხმების ფაქტებზე ამ დროისათვის სულ 7 პირია დაკავებული, დაკავებულთა საერთო რიცხვი კი 15-ს შეადგენს, მათგან 8 პირი ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული.

იტვირთბა....