საპატრიარქოს პრესსპიკერმა, დეკანოზმა ჯაღმაიძემ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით საპატრიარქოს ტელევიზიის ეთერში ისაუბრა და აღნიშნა, იმ ყველაფრიდან გამომდინარე რაც მედია სივრცეში ვრცელდება არავის უნდა გაუკვირდეს, როდესაც არჩევნებზე ეკლესია საკუთარ მრევლს ეტყვის თუ რა არჩევანი გააკეთოს.
“ამ ტელევიზიების უკან ვინც არიან, მათ ვუსვამთ საკითხს, ნამდვილად გინდათ, რომ ეკლესიამ ყველაფერი ილაპარაკოს და წინასაარჩევნოდ ნამდვილად გინდათ, რომ თავის მრევლს ყველაფერი დაუღეჭოს და უთხრას, რასაც თქვენ შესახებ ვფიქრობთ? აი, შევხედავთ რამდენიმე დღე, კიდევ დავაკვირდებით რა რიტორიკა იქნება, რა პათოსი იქნება და შესაძლებელია, რომ ამის მერე არავის აღარ უკვირდეს, თუ ეკლესია მკაფიოდ ეტყვის თავის მრევლს რა გააკეთოს მან არჩევნებზე”, – განაცხადა ჯაღმაიძემ
შეგახსენებთ, ინტერნეტსივრცეში ფარული მიყურადების შესახებ ინფორმაცია 13 სექტემბერს გავრცელდა, რომელიც სავარაუდოდ, სუს-ის მიერ ფარული მიყურადების გზით პოლიტიკოსების, სასულიერო პირებისა და ჟურნალისტების მოსმენას და თვალთვალს უკავშირდება.