ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

კულუმბეგოვი: ვაქცინაციის ტემპი ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელი არ არის

ალერგოლოგ – იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვის განცხადებით, ვაქცინაციის ტემპის ზრდისთვის სახელმწიფოს მხრიდან ჩართულობა მნიშვნელოვანია.

მისივე თქმით, ამ ეტპზე, ვაქცინაციის ტემპი დამაკმაყოფილებელი არ არის.

“ვაქცინაციის ტემპი, რომელიც ამ ეტაპისთვის ჩვენთვის დამაკმაყოფილებელი არ არის. შესაბამისად, ამას უნდა სერიოზული აქტივაცია. ეს ყველაფერი პოლიტიკური პროცესის ნაწილია, რადგან არ უნდა სახელმწიფოს გააღიზიანოს ის ადამიანები, რომლისგანაც ხმებს მოელის, ამიტომ დარწმუნებული ვარ,რომ ვაქცინაციის პროცეში სახელმწიფოს აქტიური ჩართულობა მნიშვნელოვანია” ,- აღნიშნა კულუმბეგოვმა

ბოლო 24 სააათში საქართელოში კორონავირუსით ინფიცირების 1597 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ვირუსით გარდაიცვალა 38 ადამიანი, განიკურნა – 1189.

კოვიდ 19-ით ინფიცირების მაჩვენებელი ბოლო 14 დღის განმავლობაში 6.62%-ია.

იტვირთბა....