რითი დაგვამახსოვრა თავი გიორგი გახარიამ ქართულ ოცნებაში ყოფნის დროს?
შსს მინისტრობის პერიოდში:
1. დააკავეს, აწამეს და ქვეყნიდან განდევნეს, ერთ-ერთი საუკეთესო თანამედროვე ქართველი პოეტი ზვიად რატიანი, რომელიც დღემდე საზღვარგარეთ ცხოვრობს.
2. შეუვარდნენ, ააწიოკეს და დაარბიეს ღამის კლუბები სრულიად აბსურდული მოტივებით და შემდეგ, ამის გასაპროტესტებლად შეკრებილ ახალგაზრდებს, ფაშისტური ჯგუფები მიუსიეს.
3. 20 ივნისს, კანონით აკრძალული საშუალებებით დაშალეს საპროტესტო აქცია, თვალები დათხარეს უდანაშაულო ადამიანებს, რის შემდეგაც გახარიას ერმა მეტსახელად თვალთხარია უწოდა.
4. წინასაარჩევნო პერიოდში, სამეგრელოში, სადაც წინასაარჩევნო მაქინაციებს პირადად უძღვებოდა გახარია, ზეწოლის შედეგად სიკვდილამდე მიიყვანეს სკოლის დირექტორი ია კერზაია.
ქართულმა ოცნებამ ამ “დამსახურებებისთვის”, ნაცვლად გახარიას დასჯისა, მისგან გამიჯვნისა, დააწინაურა, საზოგადოების პროტესტის მიუხედავად, პრემიერ მინისტრად დანიშნა და 2020 წლის არჩევნებზე სწორედ გახარია იყო მათი სიის პირველი ნომერი.
ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი კაცისთვის, ქართული ოცნების აზრით, მთავარი მადისკრედიტირებელი ფაქტი, კოკაინის შეყნოსვაა.
ამაში ჩანს ქართული ოცნების ღირებულებები, ფასეულობები და პრიორიტეტები ყველაზე კარგად. ესაა უბოროტესი, საბჭოთა მენტალობის ხალხით დაკომპლექტებული მთავრობა, რომლებისთვისაც ადამიანი, მისი სიცოცხლე, ჯანმრთელობა და ღირსება არაფერს წარმოადგენს.
ცალკე უდიდესი პრობლემა და ერის მენტალური გადაგვარების ცხადი ნიშანია, რომ გახარიას საერთოდ 1%-ზე მეტი რეიტინგი აქვს და სერიოზულად ფიქრობს, რომ შეუძლია ქართულ პოლიტიკაში მონაწილეობდეს. რეალურად მათ არ აქვთ ღირებულებითი კონფლიქტი, ერთადერთი რამ, რის გამოც ერთმანეთს გლეჯენ, არის არა ღირებულებითი განსხვავება, არამედ ძალაუფლება. მეტი მათ არაფერი ადარდებთ, მხოლოდ ძალაუფლება და მეტი არაფერი. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ქართული ოცნება ამ არჩევნებზე შეუქცევადად დამარცხდეს და ასევე დამარცხდეს მასთან ერთად გიორგი გახარია.
წერს სოციალურ ქსელში მწერალი ტორესა მოსი, რითაც ირაკლი კობახიძის მიერ გაჟღერებულ ფაქტს ეხმაურება, რომლის თანახმადაც გახარიას “კოკაინი ” ერთერთმა ქალბატონმა გაასინჯა.