დღეს ყველას მოგმართავთ თხოვნით – დავასრულოთ რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენული მიწების უკანონო ოკუპაცია ასე მიმართა პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გაეროს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას წევრ ქვეყნებს.
“როგორც განვმარტე, საქართველო აღმასვლას აგრძელებს. ვძლევთ ახალ კორონავირუსს და გრძელვადიანი გეგმის შესრულებას შევუდგებით დემოკრატიის, ეკონომიკისა და საზოგადოების გასაძლიერებლად. თუმცა, დღეს ყველას მოგმართავთ თხოვნით – დავასრულოთ რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენული მიწების უკანონო ოკუპაცია.
რუსეთს არა მხოლოდ საქართველოს ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული, არამედ ის აქტიურად ცდილობს ძირი გამოუთხაროს ევროპულ და ევროატლანტიკურ ოჯახში ჩვენი გაწევრიანების ეროვნულ მისწრაფებებს”, – განაცხადა პრემიერმინისტრმა.