საქართველოს ყველა წინსვლას ერთი მარტივი მიზანი აქვს – ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია ,- ამის შესახებ პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაეროს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა
მისივე თქმით, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია ევრკავშირისა და ჩრილოატლანტიკური ალიანსი წევრი გახდეს.
“ჩვენი მიზანი ყოველთვის იყო საერთო მიზნებისკენ მიმავალი საერთო საქმისთვის ყველაფრის გაკეთება, რაც ჩვენს შესაძლებლობაშია, ყველა ჩვენს წინსვლას ერთი მარტივი მიზანი აქვს – ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია. ვერ დავისვენებთ, სანამ ევროკავშირისა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრობას მივაღწევთ, ეს იმას ნიშნავს, რომ გავაგრძელებთ ჩვენი დემოკრატიისა და ეკონომიკის ყველა ასპექტის რეფორმირებას და მოდერნიზებას უმაღლესი გლობალური სტანდარტების მიღწევამდე”, ევროპული და ევროატლანტიკური სტრუქტურებისკენ მიმავალი გზა სახლში დაბრუნებას ნიშნავს, რადგან ეს ცივილიზაციური არჩევანია და მას ჩვენი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ერთხმად უჭერს მხარს. ეს ჩვენი ბედია, ჩვენი ისტორიული გადაწყვეტილებაა გავერთიანდეთ ევროპულ და ევროატლანტიკურ ოჯახში, ეს ძირეული პრინციპი განსაზღვრავს საქართველოსთვის საგარეო პოლიტიკას”, – განაცხადა ღარიბაშვილმა