ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ბაკურიანში სნოუბორდისტი ზვავის ქვეშ მოყვა და დაიღუპა

28  წლის სნოუბორდისტი, ნუგზარ დიაკონაშვილი ბაკურიანში, მთიდან წამოსული ზვავის ქვეშ მოყვა და გარდაიცვალა. მაშველებმა რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ სნოუბორდისტი გარდაცვლილი იპოვეს.
ნუგზარ დიაკონაშვილი სნოუბორდის ფედერაციის ბაკურიანის ჯგუფს ხელმძღვანელობდა. სპორტსმენი 2015 წლის საქართველოს სნოუბორდ-კროსის ჩემპიონი იყო. ნუგზარ დიაკონაშვილი 2018 წლის კორეის ზამთრის ოლიმპიადისთვის ემზადებოდა.

 

იტვირთბა....