დროას ლიდერი ელენე ხოშტარიას განცხადებით, ევროკავშირის შენობასთან ქართულმა ოცნებამ თავდასხმა დააორგანიზა, მისივე თქმით, დაპირისპირებაში მონაწილეობდა ე.წ “გლდანის ვოლკები” რომლებიც კობახიძის წასვლის შემდეგ ოპოზიციის ლიდერების თავდასხმისთვის გამოიყენეს.
“ნაბიჯ-ნაბიჯ მივედით იქამდე, რომ ქართულმა ოცნებამ დააორგანიზა თავდასხმა ევროკავშირის საელჩოზე. ჩვენ ვნახეთ, რაც ნიკა მელიამ საკუთარი, პრაქტიკულად, სიკვდილისთვის განწირული წევრის, დმანისში დაჭრილი ადამიანის შეურაცხყოფის შემდეგ, როცა ქართული ოცნება და კობახიძე საუბრობდა, თითქოს პროვოკაცია თავად მოაწყვეს, პასუხი მოსთხოვა კობახიძეს, რამდენიმე წუთში, შეშინებული კობახიძის გაქცევის შემდეგ, ქართულმა ოცნებამ დააორგანიზა ზონდერების მოყვანა საელჩოსთან. აქ იყვნენ “გლდანის ვოლკები” ვციტირებ იმ კონკრეტულ დაჯგუფებას, როგორც თავად ქართული ოცნება ეძახის – ჩემთვის შეურაცხმყოფელია, ნებისმიერ მოქალაქეს ასე უწოდო და ასე ვიყენებდეთ დაპირისპირებაში. აქ იყო საბურთალოს დაჯგუფება და ნაძალადევის დაჯგუფება”. – ამბობს ხოშტარია.
შეგახსენებთ, რომ ფაქტი ეხება გუშინ ევროკავშირის ოფისის წინ ნიკა მელიასა და ირაკლი კობახიძის შორის მომხდარ დაპირისპირებას.