ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი წევრის ლევან ხაბეიშვილის განცხადებით ქართულმა ოცნებამ საკუთარი აქტივისტების მობილიზება მოახდინა, რათა ოპოზიციის წევრების მიმართ ძალადობრივი ქმედებები ჩაედინათ.
ხაბეიშვილი ევროკავშირის ოფისთან მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მსგავსი ქმედებები ნათელი დასტურია თუ როგორ აპირებს ქართული ოცნება 2 ოქტომბრის არჩევნების ჩატარებას.
„უპრეცედენტო მობილიზება იყო ქოც აქტივის იმისთვის, რომ ძალადობრივი ქმედებები ჩაედინათ, კვერცხები ესროლათ ოპოზიციონერი ლიდერებისთვის. ფაქტობრივად, ელჩებსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის რამდენიმე საათიანი მოლაპარაკება მიდიოდა იმისთვის ,რომ ხელისუფლება ამაზე უარი ეთქვა. ნათელი დადასტურებაა იმისა თუ როგორი ქმედებებით ატარებს ქართული ოცნება არჩევნებს და აპირებენ არჩევნების დღეს დამატებით კიდევ მსგავსი ტიპის დაძაბულობა იყოს“,- აღნიშნა ხაბეიშვილმა
შეგახსენებთ, რომ ქართული ოცნების თავმჯდომარე, ისე როგორც ოპოზიციის წარმომადგენლები ევროკავშირის ოფისში კარლ ჰარცელთან შესახვედრად იმყოფებოდნენ. შეხვედრის დასრულების შემდეგ მელია და კობახიძე ერთმანეთს სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.
.