საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილი თქმით, თუკი არავინ იმოქმედებს საქართველოში არაფერი სამაყო აღარ იქნება.
ამის შესახებ ის ფეისბუქზე გავრცელებულ ვიდეოში საუბრობს.
მისივე თქმით, საქართველოს თავისუფლების განადგურება ჩვენს თვალწინ ხდება.
„მე მიმაჩნია, რომ თუ ჩვენ ახლა არ გავანძრიეთ ხელი- ჯერ ერთი, არც არავინ არ დარჩება ვინც უნდა იამაყოს და მერე საამაყო არც არაფერი არ იქნება. იმიტომ ,რომ ჩვენ ვიქნებით ის თაობა, რომელმაც საკუთარი ხელით შექმნა ქართული სახელმწიფოებრივობა და რომლის დროსაც განადგურდა და მოისპო ქართული სახელმწიფო და საქართველო აღიგავა მსოფლიო რუკიდან. საქართველოში თავისუფლების განადგურება ხდება ჩვენს თვალწინ დღეს. ჩვენთვის ამოცანა არის ის, რომ ეს პროცესი დაუყოვნებლივ შევაჩეროთ და საბოლოო ჯამში ამ ყველაფრის რეცეპტი არავის არ აქვს თუ არა ჩვენ“,- ამბობს სააკაშვილი