ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

დევიდ კრამერი : ქართული ოცნება ძალაუფლებას ბოროტად იყენებს

 

ფლორიდის საერთაშორის მკვლევარის დევიდ კრამერის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ ქართული ოცნება მსგავს ქმედებებს გააგრძელებს, შესაძლოა, აშშ-ს მხრიდან პერსონალური სანქციები დაწესდეს.

ამის შესახებ კრამერმა ონლაინ დისკუსიაზე განაცხადა.

მისივე თქმით, არსებობს რისკი ,რომ წინ კიდევ ერთი სადავო არჩევნები იყოს.

„ჩემთვის ცხადია, რომ ქართული ოცნება ძალაუფლებას ბოროტად იყენებს და ქმნის გარემოს, რომელიც პრობლემატური იქნება ამ არჩევნებზე. არსებობს რისკი, რომ ეს გახდეს კიდევ ერთი სადავო არჩევნები, როგორც წინა საპარალამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები იყო.    საქართველო დგას რისკის წინაშე, სერიოზულად დაზიანდეს  ევროატლანტიკური მისწრაფებები. იმედი მაქვს, რომ ქართული ოცნების წევრებს და ბატონ ივანიშვილს ეს ადარდებთ, თუმცა, არ ვარ ამაში დარწმუნებული.  მინდა გავაფრთხილო ისინი, ვინც ფიქრობს რომ შეერთებული შტატები სანქციებს არ დაუწესებს : ფრთხილად იყავით, რადგან არსებობს შესაძლებლობა, რომ თუ ახლანდელი ლიდერები მსგავს ქმედებებს გააგრძელებენ, ჩვენ იძულებული გავხდებით ძლიერი სიგნალი გავაგზავნოთ და დავაწესოთ პერსონალური სანქციები“,- აღნიშნა კრამერმა

იტვირთბა....