aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

კობახიძე: გახარიას ერთერთმა ქალბატონმა გაასინჯა [კოკაინი] და ამის შემდეგ აქვს ეს პრობლემა

გამოდის კალაძე ამ ინიციატივით და უცებ ვხედავთ გაღზიანებულ გახარიას არაჯანსაღი ქცევებით. ამის მერე დავინტერესდით რაში იყო საქმე და გავარკვიეთ, რომ მას აქვს კოკაინის მოხმარების კუთხით სერიოზული პრობლემა. შიგნიდან… გარემოცვამ ეს იცის. ერთერთმა ქალბატონმა გაასინჯა ეს [კოკაინი] და კონკრეტული სახელები და გვარებიც ვიცით, გაასინჯა კოკაინი და ამის შემდეგ მას აქვს ეს პრობლემა. 3 თებერვლის შემდეგ ხდება ეს ყველაფერი. ალბათ, სადღაც მარტი-აპრილის თვიდან, მაგრამ ზუსტი დეტალები არ ვიცი. ფაქტია, რომ ეს პრობლემა აქვს, მაგრამ ჩვენ ხომ არ უნდა დაგვიჯეროს საზოგადოებამ? მაგრამ ამისათვის არსებობს შესაბამისი უწყებები, რომელიც არის პასუხისმგებელი ტესტირებაზე და ეს ტესტირება დღემდე აქვს გავლილი უამრავ ადამიანს, მათ შორის ოპოზიციონერებს, პარლამენტის წევრობის კანდიდატებს, დეპუტატებს და ა.შ. ვიცით, რომ ძალიან მარტივად შეიძლება ამის დადასტურება სათანადო გზით. ერთადერთი გამონაკლისი შეიძლება იყოს, თუ შენ გაქვს რაღაც პრობლემა და შიში რაღაცებთან დაკავშირებით. ეს შიში მან თავიდანვე გამოავლინა და ერთ-ერთი საინტერესო დეტალი იყო – რუსთავი 2-ში ჰქონდა მას ეთერი და იმ ეთერში მას წამოსცდა კოკაინზე არ გავიტესტებიო. კოკაინი საერთოდ არსად არ ყოფილა ხსენებული. ამ დროს ჩვენ გვაქვს ეს ინფორმაცია, ემთხვევა კოკაინს და აბსოლუტურად ცხადი გახდა ჩვენთვის ყველაფერი. ამის შემდეგ მიდის ვენაში, თითქოს აბარებს იქ თავის მონაცემებს და შემდეგ ირკვევა ბევრი საინტერესო დეტალი. ერთი დეტალი მდგომარეობს იმაში, რომ ერთადერთი ევროპული კლინიკაა მთელი ევროპის მასშტაბით, რომელსაც უკავშირდება ტესტირებასთან, კვლევასთან დაკავშირებული სკანდალი. ეს არის იუშენკოს ცნობილი სკანდალი, რის გამოც იყო სერიოზული დაპირისპირება მთავარ ექიმსა და მენეჯმენტს შორის და ამის გამო მთავარი ექიმი წავიდა თანამდებობიდან, რადგან მას აიძულებდნენ არასწორი კვლევის შედეგების დადებას. მაინცდამაინც ერთადერთი სკანდალური კლინიკაა ამ კუთხით ევროპაში და მაინცდამაინც იქ აბარებს ტესტს. მეორე, რაც გაირკვა – ნევროლოგთან აქვს მას ჩაბარებული ეს ტესტი, რომელიც საერთოდ არ ატარებს ასეთ ტესტირებებს. ყველაფერი დღესავით ნათელია. ამ ყველაფერს ჯობდა წასულიყო და ჩაებარებინა თუ სუფთა იყო
aviabiletebi
ავიაბილეთები

განაცხადა ქართული ოცნების თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ იმედის ეთერში.

იტვირთბა....