ახალი ამბები კორონავირუსი მთავარი საზოგადოება ციტატა

ცერცვაძე: თუ ვაქცინაციის ეს ტენდენცია გაგრძელდა, საქართველო შესაძლოა დადგეს კატასტროფის წინაშე

[su_quote]საქართველოში ჯერ ვაქცინირებულია 24%. ლეტალობა დგება ავად გახდომიდან 2-3 კვირის შემდეგ. ამიტომ, ვაქცინაციის 20-24% ჯერ სერიოზულ გავლენას ლეტალობაზე და დამძიმებაზე ვერ მოახდენს. სერიოზული გავლენა რომ მოახდინოს, უნდა იყოს ვაქცინირებული სულ ცოტა 2/3. წამყვან ქვეყნებში ახლა ლაპარაკია 80-90%-ზე. საზოგადოების და თქვენი [ჟურნალისტების] მთელი ყურადღება მიმართული უნდა იყოს იქითკენ, რომ საქართველო შესაძლოა დადგეს კატასტროფის წინაშე, თუ გაგრძელდა ის ტენდენცია, რომელიც ახლა არის. ერთხანს გაიზარდა ვაქცინაცია 25-30 ათასამდე, მაგრამ არა საკმარისად, რადგან უნდა ყოფილიყო 40-50 ათასს[/su_quote]

ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ პირველი არხის ეთერში განაცხადა.

იტვირთბა....