aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

კალაძე: ინტრიგანი და კრიმინალი მელია კობახიძეს თავს დაესხა – სამწუხაროა, რომ ელჩების ჩართულობით დღეს გარეთ არის

aviabiletebi
ავიაბილეთები

თბილისის მერი კახა კალაძე კობახიძე-მელიას შორის მომხდარ დღევანდელ დაპირისპირებას ეხმაურება.

მისი თქმით, კრიმინალი მელია, რომელიც დესტრუქციული ქმედებებითაა დაკავებული, კობახიძეს თავს დაესხა.

“პარტიის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე გამოვიდა ოფისიდან, ჟურნალისტებთან აკეთებდა განმარტებებს, ამ დროს, თავს დაესხა ინტრიგანი, კრიმინალი მელია, რომელიც ასეთ ქმედებებში ძალიან ბევრჯერ არის შემჩნეული. პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ასეთი დესტრუქციული ქმედებებით არის დაკავებული და ეს არის მათი დესტრუქციული ხელწერა, რომელსაც ეს პოლიტიკური პარტია წარმოადგენს. ეს არის ჩვეულებრივი კრიმინალი, სულით კრიმინალი და სამწუხაროა ის, რომ კონკრეტული ელჩების ჩართულობით ეს კრიმინალი დღეს გარეთ არის, აი, ეს არის ჩემი შეფასება ამ ფაქტთან დაკავშირებით”, – განაცხადა კალაძემ პალიტრანიუსის ეთერში.

შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთან ნაციონალური მოძრაობის ლიდერი ნიკა მელია და ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.

იტვირთბა....