aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

გახარია კობახიძე-მელიას ინციდენტზე: მათი ერთად დატოვება არ შეიძლება

aviabiletebi
ავიაბილეთები

პარტია საქართველოსთვის თბილისის მერობის კანდიდატი გიორგი გახარია აცხადებს, რომ ქაოსი, რომელიც დღეს საზოგადოებამ იხილა, უნდა დასრულდეს.

მისივე თქმით, კობახიძე-მელიას მარტო დატოვება არ შეიძლება.

“შეუძლებელია ამ ქვეყნის თითოეულმა პასუხისმგებლიანმა მოქალაქემ თავისი გადმოსახედიდან, თავისი გარემოდან მაინც არ მოუწოდოს მოქალაქეებს რომ მოვიდნენ არჩევნებზე და რატომ?! იმიტომ, რომ ამ ბატონების მარტო დატოვება არ შეიძლება. როგორც თვითონ აცხადებენ, ეს არის ქვეყანაში ორი უმსხვილესი პოლიტიკური პარტიის ლიდერები. მეორე იმიტომ, რომ ეს უკუსვლა უნდა დასრულდეს. წარსულში დაბრუნება, რის დემონსტრაციასაც ოცნება ყოველდღიურად ახდენს, უნდა დასრულდეს. ამ ქავეყანაში დროის კარგვა უნდა დასრულდეს. რაც მთავარია, ის ქაოსი, რაც ჩვენ დღეს ვნახეთ, ეს უპასუხისმგებლობა მოქალაქის მიმართ უნდა დასრულდეს. ჩვენ ყველამ ერთად უნდა დავიწყოთ წინსვლა”, – განაცხადა გახარიამ ტვ პირველის ეთერში.

შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთან ნაციონალური მოძრაობის ლიდერი ნიკა მელია და ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.

იტვირთბა....