aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

მელია: ქართული ოცნება როგორც რეჟიმი, უკვე დამარცხებულია

ქართული ოცნება რაც უფრო უახლოვდება არჩევნების დღეს, მით უფრო ისტერიულები ხდებიან, მაგრამ მათთვის ამაოდ – შიში ვერ იხსნის მათ პოლიტიკური მარცხისგან. ეს არის გამორიცხული. ქართული ოცნება როგორც რეჟიმი, არის უკვე დამარცხებული. ქართული ოცნება, როგორც მოძალადე ერთობა, არის უკვე დამარცხებული. დიახ, თითოეული საქართველოს მშიდობიანი მოქალაქის წინააღმდეგ მოქნეული ხანჯალი, დანა, ნაჯახი და რასაც იყენებს ეს ხელისუფლება, ასე მიყენებული ჭრილობა მშვიდობიანი მოქალაქეებისთვის არის ჩემი ჭრილობა. მე საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში არ ვთამაშობ, ვარ ისეთი როგორიც ვარ. ვარ გულანთებული დავარ ალალი ადამიანი, რომელსაც მხოლოდ და მხოლოდ ერთი რამ უნდა – ამ ქვეყანას არ მართავდეს არც კანონიერი ქურდი, მორჩილი მოსამართლე, მორჩილი პროკურორი და დაბეჩავებული შესაბამისი სამსახურები პოლიციისა
aviabiletebi
ავიაბილეთები

ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა და ოპოზიციის თბილისის მერობის კანდიდატმა, ნიკა მელიამ პარტიის ოფისში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.

იტვირთბა....