aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ბოკერია: მე ნიკა მელიასავით არ მოვიქცეოდი, თუმცა ყველაფერი უნდა ჩავსვათ კონტექსტში

aviabiletebi
ავიაბილეთები

ევროპული საქართველოს ლიდერი გიგა ბოკერია კობახიძე-მელიას დღევანდელ დაპირისპირებას ეხმაურება და ამბობს, რომ კობახიძე ამ პროპაგანდის გამორჩეულად სამარცხვინო წარმომადგენელია.

მისივე თქმით, ის მელიას პარტიას აბრალებს იმ ამბავს, რომელიც მმართველი გუნდის მხრიდანაა ჩადენილი.

„მე ასე არ მოვიქცეოდი. მე არ ვარ მომხრე ასეთ რეჟიმთანაც კი ამ ტიპის ჟესტების, თუმცა ყველაფერი უნდა ჩავსვათ კონტექსტში. როცა ასეთი რაღაცეები ხდება [დმანისის ინციდენტი] და მერე გვესმის პროპაგანდა ყველასი და კობახიძე ამ პროპაგანდის გამორჩეულად სამარცხვინო წარმომადგენელია, რომ მსხვერპლს ან მის პოლიტიკურ ორგანიზაციას, ამ შემთხვევაში მელიას პოლიტიკურ პარტიას აბრალებს ამბავს, რომელიც ჩადენილია აშკარად მმართველი გუნდის საარჩევნო მანქანის წარმომადგენლების მხრიდან, თავი რომ დავანებოთ წარსულ შემთხვევებს, ყველას, რომელიც გვიდასტურებს დაუსჯელობას…ზოგჯერ ეს შეიძლება გახდეს მიზეზი, რომ ნერვებმა უმტყუნოს პოლიტიკოსს, მარა არ უნდა უმტყუნოს“, – განაცხადა ბოკერიამ რადიო თავისუფლების ეთერში.

შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთან ნაციონალური მოძრაობის ლიდერი ნიკა მელია და ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.

იტვირთბა....