aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ღარიბაშვილი: მოვუწოდებ ყველას, განსაკუთრებით კი რადიკალურ ოპოზიციას, თავი შეიკავონ პროვოკაციებისგან

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კობახიძე-მელიას შორის მომხდარ დღევანდელ დაპირისპირებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ძალადობა ნებისმიერი პირის, ჯგუფისა თუ პარტიის მხრიდან მიუღებელია.

პრემიერი მოუწოდებს ყველა პოლიტიკურ პარტიასა თუ პირს, თავი შეიკავონ ნებისმიერი პროვოკაციული ქმედებებისგან.

„ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მოახლოებასთან ერთად, ვხედავთ, რომ ქვეყანაში ემოციები მატულობს. მინდა მკაფიოდ ვთქვა: ძალადობა ან დაშინება მიუღებელია ნებისმიერი პირის, ჯგუფის ან პარტიის მხრიდან.

ადრეც მითქვამს, რომ ვგმობ ნებისმიერ ძალადობრივ ქმედებებს. ქართველ ხალხს სურს მშვიდობა, სტაბილურობა და კეთილდღეობა. ჩვენი მოსახლეობა იმსახურებს ისეთ საარჩევნო კამპანიას, რომელიც შეესაბამება ჩვენი ქვეყნის ფასეულობებს და  ცხადყოფს, რომ ჩვენი ერი ერთგულია დემოკრატიის იდეისადმი.

მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ პარტიას, მათ აქტივისტებსა და მხარდამჭერებს, განსაკუთრებით კი რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს,თავი შეიკავონ ნებისმიერი პროვოკაციული ქმედებებისგან, რომელმაც, შესაძლოა, გამოიწვიოს ძალადობა და ვითარების გამწვავება. მშვიდად დაველოდოთ არჩევნების დღეს და 2 ოქტომბერს საარჩევნო უბნებზე, დემოკრატიულ გარემოში, თითოეული მოქალაქე დააფიქსირებს საკუთარ არჩევანს იმისათვის, რომ ჩვენმა ქვეყანამ გააგრძელოს  სტაბილური განვითარება”,- წერს ღარიბაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთან ნაციონალური მოძრაობის ლიდერი ნიკა მელია და ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.

იტვირთბა....