aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კავკასიის უნივერსიტეტში სტუდენტებს, რომელთაც კოვიდ პასპორტი არ წარუდგენიათ, სისტემაზე წვდომა ნაწილობრივ შეეზღუდათ

aviabiletebi
ავიაბილეთები

კავკასიის უნივერსიტეტში სტუდენტებს, რომელთაც კოვიდ პასპორტი არ წარუდგენიათ, სწავლის საფასურის გადახდის მიუხედავად, სისტემაზე წვდომა ნაწილობრივ შეეზღუდათ.

ამის შესახებ მეტრონომს კავკასიის უნივერსიტეტის ერთ-ერთმა სტუდენტმა განუცხადა.

სტუდენტებს არ შეუძლიათ რეგისტრაცია საგნებზე, ქულების ნახვა და გადახდის გრაფიკის შემოწმება. გარდა ამისა, მათ პირადი ინფორმაცია ნაწილობრივ დაებლოკათ.

ამასთან, სტუდენტები, რომლებიც ვერ წარადგენენ PCR ტესტის პასუხს, ექიმის ცნობას, ან კოვიდ პასპორტს, 4 ოქტომბერს უნივერსიტეტში მისვლას ვერ შეძლებენ.

შეგახსენებთ, რომ 4 ოქტომბრიდან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლა დასწრებით ფორმატში განახლდება.

იტვირთბა....