aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა ციტატა

უგულავა: ვირისგან წიხლი არ უნდა გეწყინოს და კობახიძისგან გინება

ასეთი სულმდაბალი და ასეთი პატარა არადამიანები როგორ არიან, თან ბოდიშს იხდიან დედის გინებისთვის და თან უხარიათ და აქცენტს აკეთებდნენ ამაზე – ასეთი კაცი როგორ გააბრაზეს და დედა როგორ აგინებინეს. ვირისგან წიხლი არ უნდა გეწყინოს და კობახიძისგან გინება. ვის რაში აინტერესებს გინება, ქვეყანა იღუპება და ქვეყანა მიდის უკან
aviabiletebi
ავიაბილეთები

ამის შესახებ ოპოზიციონარმა პოლიტიკოსმა და ფოთის მერობის კანდიდატმა გიგი უგულავამ ტვ პირველის ეთერში განაცხადა. შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთან ნაციონალური მოძრაობის ლიდერი ნიკა მელია და ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. მოგვიანებით, შეურაცხმყოფელი რეპლიკებისთვის კობახიძემ საზოგადოებას ბოდიში მოუხადა.

იტვირთბა....