aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

მელია: ელჩების თხოვნა იყო, რომ ვყოფილიყავით ფხიზლად და არ წამოვგებოდით პროვოკაციას

aviabiletebi
ავიაბილეთები

ნაციონალური მოძრაობის ლიდერის, ნიკა მელიას განცხადებით დიპლომატების თხოვნა იყო, რომ ოპოზიცია პროვოკაციას არ წამოგებოდა.

მისივე თქმით, ქართულმა ოცნებამ საკუთარი თავი საზოგადოებისა და პარტნიორი ელჩების წინაშე ნათლად წარმოაჩინა.

“გარწმუნებთ, ყველამ კარგად დაინახა, განსაკუთრებით ჩვენმა პარტნიორმა ელჩებმა, თუ რა ხელისუფლებასთან გვაქვს საქმე. მათი თხოვნა იყო, რომ ჩვენ ვყოფილიყავით ფხიზლად და არ წამოვგებოდით პროვოკაციას, რომელსაც აქ აწყობდა რეჟიმი. რეჟიმი, რომელიც ადამიანებზე ყოველდღიურად ძალადობს. ამაზე ნათლად, ქართული ოცნება, რომც მოენდომებინა, საკუთარ თავს ვერ წარმოაჩენდა, მთელი საზოგადოების წინაშე”, – განაცხადა მელიამ.

შეგახსენებთ, რომ ქართული ოცნების თავმჯდომარე, ისე როგორც ოპოზიციის წარმომადგენლები ევროკავშირის ოფისში კარლ ჰარცელთან შესახვედრად იმყოფებოდნენ. შეხვედრის დასრულების შემდეგ მელია და კობახიძე ერთმანეთს სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

იტვირთბა....