aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

მელია ოცნებაზე: ყველა ელჩმა დაინახა ის, რაზეც ვსაუბრობდით – ამას ჩადიან წლების განმავლობაში

aviabiletebi
ავიაბილეთები

ნაციონალური მოძრაობის ლიდერი ნიკა მელია ამბობს, რომ დღეს ყველა ელჩმა დაინახა ის, რასაც ოპოზიცია ქართულ ოცნებაზე წლების განმავლობაში ამბობდა.

მისივე თქმით, ის, რაც ხელისუფლებამ დმანისსა და რუსთავში იკადრა, არ შერჩებათ.

“ამას ერთადერთი დადებითი მხარე შეიძლებოდა ჰქონოდა. ყველა ელჩმა ნათლად დაინახეს ის, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით წლების განმავლობაში. როდესაც ისინი არ ითვალისწინებდნენ ელჩების რეკომენდაციას და პირიქით, საპირისპიროდ იქცეოდნენ, მობილიზაციას ახდენდნენ საკუთარი ზონდერ სუს-ის მორჩილებაში მყოფი ადამიანებისა. ამას ჩადიან წლების განმავლობაში. ერთია, როცა ფაქტებით ესაუბრები, როდესაც მტკიცებულებებს წარუდგენ, მაგრამ მეორეა, როდესაც პრაქტიკულად ევროკავშირის საელჩო ალყაში აჰყავთ იმ ზონდერებს, იმ სუს-ის აგენტებს, რომელთა დანაშაულზეც წლების განმავლობაში ვსაუბრობთ. ის, რაც იკადრეს დმანისსა და რუსთავში არ შერჩებათ არც კობახიძეს, არც კალაძეს და არც ბიძინა ივანიშვილს”, – განაცხადა მელიამ.

შეგახსენებთ, რომ ქართული ოცნების თავმჯდომარე, ისე როგორც ოპოზიციის წარმომადგენლები ევროკავშირის ოფისში კარლ ჰარცელთან შესახვედრად იმყოფებოდნენ. შეხვედრის დასრულების შემდეგ მელია და კობახიძე ერთმანეთს სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

იტვირთბა....