ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

მდინარაძე ოცნების მხარდამჭერებს: მოვუწოდეთ, რომ დაიშალონ და იმედია ასეც გააკეთებენ

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძე ევროკავშირის ოფისთან შეკრებილ ახალგაზრდებს მიმართავს და მოუწოდეს, რომ სასწრაფოდ დაიშალონ.

ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც  ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთან იმ ახალგაზრდების შეკრებას გამოეხმაურა,  რომლებიც ნიკა მელიას გამოსვლას ელოდებიან.

ამასთან, მდინარაძე იმედს გამოთქვამს, რომ ევროკავშირის ოფისთან შეკრებილები მის მოწოდებას გაითვალისწინებენ .

„ვისთანაც კი გვქონდა საუბრის საშუალება, მოვუწოდეთ, რომ დაიშალონ და იმედია ასეც გააკეთებენ, რადგან მხოლოდ ნაციონალური მოძრაობის და პროვოკატორი, კრიმინალი მელიას წისქვილზე დაასხამს წყალს მასთან რაიმე დაპირისპირება. არ დაგიმალავთ, მეკამათებოდნენ კიდეც – მათ მითხრეს, რომ მელიას მხოლოდ სიტყვიერად ეტყვიან იმას, რასაც იმსახურებს, მაგრამ ამას მოჰყვება ძალიან მძიმე პროვოკაცია. იმედი მაქვს, რომ ჩვენ ამ მოწოდებას გაიზიარებენ. არ მივცემთ პროვოკატორებს იმის საშუალებას, რომ რაღაც არეულობისა და ქოასის ფონი შექმნან“, – განაცხადა  მდინარაძემ.

შეგახსენებთ, რომ მმართველი გუნდისა და ოპოზიციის წევრები ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში ელჩებთან შეხვედრას მართავენ, რომლის დასრულების შემდეგაც  ნიკა მელიასა და ირაკლი კობახიძეს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

იტვირთბა....