aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მდინარაძე: მელიამ კობახიძეს დედის გინება გამოსტყუა

ნაციონალურ მოძრაობას პირწმინდად აქვთ არჩევნები წაგებული. მელია ახალმა კვლევებმა ძალიან გააღიზიანა, სადაც კახა კალაძეს რეიტინგი კიდევ უფრო გაზრდილია. მათ მხოლოდ დარჩენიათ მძიმე პროვოკაციაზე წასვლა. თქვენ წარმოიდგინეთ, ირაკლი კობახიძეს რომლის გინებაც მე არ გამიგია, დღე და ღამე შტაბში ერთად ვართ, ერთ საქმეს ვაკეთებთ, მელიამ გამოსტყუა დედის გინება. წარმოიდგინეთ სადამდე მიიყვანა ეს გაწონასწორებული ადამიანი. უმძიმესია, მესმის ჩვენი თითოეული აქტივისთვის.
aviabiletebi
ავიაბილეთები

ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ ქართული ოცნების თავმჯდომარე, ისე როგორც ოპოზიციის წარმომადგენლები ევროკავშირის ოფისში კარლ ჰარცელთან შესახვედრად იმყოფებოდნენ, რა დროსაც ნიკანორ მელია კობახიძესთან მივიდა, რასაც სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.

 

იტვირთბა....