ქართული ოცნების თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ნიკა მელიას მხრიდან მსგავსი ტიპის ქმედება არის ის რაც არ სჭირდება საქართველოს და საარჩევნო გარემოს.
კობახიძე, ევროკავშირის ოფისის წინ მომხდარ ინციდენტს გამართულ ბრიფინგზე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ნაციონალური მოძრაობის მხრიდან პროვოკაციას და სიბინძურეს მიჩვეულია.
„სამწუხაროდ, თქვენ იმ ბინძურ ტყუილს იმეორებთ რითაც მელიამ დღევანდელი პროვოკაცია დაიწყო. თითქოს, ქართული ოცნება ამბობდა, რომ თვითონ ნაციონალური მოძრაობამ დაჭრა ეს პირი. ეს არის სირცხვილი და ეს არის, რა თქმა უნდა, სიბინძურე. ჩვენ ამ სიბინძურეს მიჩვეული ვართ, როგორც ნიკა მელიას მხრიდან , ისე ნაციონალური მოძრაობის მხირდან, ასევე ნაციონალური მოძრაობის კუთნილი ტელევიზიების მხრიდან. ეს არის ზუსტად ის რაც არ სჭირდება საქართველოს და არ სჭირდება ჩვენ საარჩევნო გარემოს. აქედან გამომდინარე, ჩემი პირადი რჩევა იქნება თქვენს მიმართ, რომ ასეთი ასეთ ბინძურ ტყუილებს, რომელიც ნიკა მელიამ თქვა ნუ გაიმეორებთ “- აღნიშნა კობახიძემ.
შეგახსენებთ, რომ მმართველი გუნდისა და ოპოზიციის წევრები ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში ელჩებთან შეხვედრას მართავენ, რომლის დასრულების შემდეგაც ნიკა მელიასა და ირაკლი კობახიძეს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.