aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კობახიძე: საზოგადოებას მინდა ბოდიში მოვუხადო სიტყვებისთვის, რომელიც დღეს ჩემგან მოისმინეს

aviabiletebi
ავიაბილეთები

ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძემ, სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე საზოგადოებას ბოდიში მოუხედა, იმისთვის, რომ დღეს ნიკანორ მელიასთან დაპირისპირების დროს უხამსი სიტყვები გამოიყენა.

“ჩვენ გასული დღეების განმავლობაში ყოველდღიურად ვსაუბრობდით იმაზე, რომ ნაციონალური მოძრაობის ოფისში იგეგმებოდა მძიმე პროვოკაციები წინა საარჩევნოდ. ამის მაგალითები ვიხელეთ ქარელში, დმანისში ხელვაჩურსა გასული რამდენიმე დღის განმავლობაში. დღევანდელი ფაქტი ადასტურებს, რომ რაც მოხდა აღნიშნულ ოთხ მუნიციპალიტეტში არ იყო სპონტანური პროვოკაციები და მათ უკან ნაციონალური მოძრაობის გეგმა იდგა.

ამის მორიგი მაგალითი ვიხილეთ დღეს ნიკანორ მელიას შესრულებით. ეს არის უინტელექტო ხულიგანი და თავის პოლიტიკურ შანს მხოლოდ პოვოკაციებში ხედავს. სიმბოლურია, რომ ნიკანორ მელიამ პროვოკაცია განახორციელა ევროკავშირის წინ, ელჩებთან შეხვედრამდე. ეს იყო დემონსტრაციული განაცხადი, რომ ლეია არაფრად აგდებს ჩვენი დასავლელი პარტნიორების მოწოდებებს. ძალზე რთულია ასეთ პროვოკაციებს პასუხი არ გასცე. ჩემთვისაც რთული იყო დღევანდელი პროვოკაციისა და შეურაცხყოფის მოთმენა, მითუმეტეს კრიმინალის მხრიდან. საზოგადოებას მინდა ბოდიში მოვუხადო, სიტყვებისთვის რომელიც დღეს ჩემგან მოისმინეს”,- ამბობს კობახიძე.

შეგახსენებთ, რომ ქართული ოცნების თავმჯდომარე, ისე როგორც ოპოზიციის წარმომადგენლები ევროკავშირის ოფისში კარლ ჰარცელთან შესახვედრად იმყოფებოდნენ, რა დროსაც ნიკანორ მელია კობახიძესთან მივიდა, რასაც სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.

იტვირთბა....