ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

სამნიძე მელია-კობახიძის დაპირისპირებაზე: მელია წულუკიანისგან არაფრით განსხვავდება

რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, ხათუნა სამნიძე ევროკავშირის ოფისთან ნიკა მელიასა და ირაკლი კობახიძეს შორის მომხდარ დაპირისპირებას ეხმაურება.

როგორც სამნიძე აცხადებს, ნიკა მელია წულუკიანისგან არაფრით განსხვავდება და მის ასეთ ნაბიჯს არ მიესალმება.

„ნიკა მელიას და ირაკლი კობახიძის დაპირისპირება, რომელიც რამდენიმე წუთის წინ ვიხილეთ, არაფერი კარგის მომასწავებელი არ არის. სამწუხაროა, რომ უკვე დაპირისპირების ამ დონეზე გადავედით და მათ შორის ფიზიკური დაპირისპირების, რადგან არაფერი არ აკლდა იმას, რომ ფიზიკურ დაპირისპირებაზე გადასულიყო სიტუაცია. ძალიან სამწუხარო, ძლიან ცუდი სანახავია ეს. ყველამ ვიცით რა ძალასთან გვაქვს საქმე, მოძალადეები, მოწოდებები ძალადობის წახალისებისკენ, მაგრამ ჩვენ მათ არ უნდა დავემსგავსოთ. მე არ მივესალმები ნიკა მელიას მხრიდან ასეთი ტიპის ნაბიჯებს. ეს არაფრით განსხვავდება იმისგან, რაც წულუკიანმა გვაჩვენა. საშინელი ძალაა ქართული ოცნება, აგრესიის ზღვარზე ვართ ყველა, როდესაც ვუყურებთ მათ უტიფარ განცხადებებს“, – განაცხადა სამნიძემ.

შეგახსენებთ, რომ ქართული ოცნების თავმჯდომარე, ისე როგორც ოპოზიციის წარმომადგენლები ევროკავშირის ოფისში კარლ ჰარცელთან შესახვედრად იმყოფებოდნენ. შეხვედრის დასრულების შემდეგ მელია და კობახიძე ერთმანეთს სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

იტვირთბა....