ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

მელია კობახიძეს: როგორც აქედან დატოვა სივრცე, ზუსტად ასე დატოვებს 2 ოქტომბერს ეს რეჟიმის მსახურები

“ამ ადამიანს პოლიტიკოსადაც კი ვერ ვთვლი, ეს უბრალოდ არის ერთი მდიდარი ადამიანის სამსახურში“, – ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის ლიდერი ნიკა მელიამ განაცხადა.

ნიკა მელიამ ირაკლი კობახიძესთან მომხდარი დაპირისპირების ინციდენტის შემდეგ კომენტარი გააკეთა და  აღნიშნა, რომ კობახიძე პოლიტიკოსი კი არა მხოლოდ და მხოლოდ მდიდარი ადამიანის სამსახურშია.

„ადამიანი, რომელიც ბედავს, რეჟიმი, რომელიც ბედავს სასიკვდილოდ გაწიროს მოქალაქეები მხოლოდ იმიტომ ,რომ ისინი მოდიან შენს საარჩევნო შეხვედრაზე, შეხვედრა დაწყებულიც არ აქვთ და ამის შემდეგ საჯარო სივრცეში გამოდიან თითქოსდა ჩვენ დავჭერით სასიკვდილოდ ხანჯლებით და დანებით. თითქოს, ჩვენ გავუსწორდით ფიზიკურად ადამიანს რუსთავში სამი დღის წინ . აი, ეს ადამიანი არ იმსახურებს იმას, რომ მას მიეცეს შესაძლებლობა ტყუილის ტირაჟირება მოახდინოს ისე როგორც არის მიჩვეული. აი, როგორ აქედან დატოვა სივრცე, ზუსტად ასე დატოვებს 2 ოქტომბერს ეს რეჟიმის მსახურები. ამ ადამიანს პოლიტიკოსადაც კი ვერ ვთვლი, ეს უბრალოდ არის ერთი მდიდარი ადამიანის სამსახურში“, – აღნიშნა მელიამ.

შეგახსენებთ, რომ ქართული ოცნების თავმჯდომარე, ისე როგორც ოპოზიციის წარმომადგენლები ევროკავშირის ოფისში კარლ ჰარცელთან შესახვედრად იმყოფებოდნენ. შეხვედრის დასრულების შემდეგ მელია და კობახიძე ერთმანეთს სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

იტვირთბა....