[Elite_video_player id=”1″ youtubevideos=’20otuATZZSY’]
ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და ნაციონალური მოძრაობის ლიდერი ნიკა მელია ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.
დაპირისპირება ევროკავშირის ოფისთან მოხდა.
კობახიძემ და მელიამ ერთმანეთს შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართეს.
“ნაძირალა პროვოკატორი ხარ”,- ასე უწოდა ირაკლი კობახიძემ ნიკანორ მელიას, როდესაც მელია მასთან მივიდა. ნიკა მელიამ კი “უსინდისო, უნამუსო მარტყუარა”.
შეგახსენებთ, რომ ქართული ოცნების თავმჯდომარე, ისე როგორც ოპოზიციის წარმომადგენლები ევროკავშირის ოფისში კარლ ჰარცელთან შესახვედრად იმყოფებოდნენ.