ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ხოშტარია: ოცნებას აქვს შანსი, რომ  მშვიდობიანად და ღირსეულად წავიდეს ხელისუფლებიდან 

დროას ლიდერის, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის საერთო კანდიდატი, ელენე ხოშტარიას განცხადებით,  მმათველ გუნდს შანსი აქვს ღირსეულად და მშვიდობიანად წავიდეს ხელისუფლებიდან რაც პირველ რიგში ქვეყნის ინტერესებში შედის.

ამის შესახებ ხოშტარიამ  ბრიფინგზე განაცხადა, რომლის დროსაც მან  წინასაარჩევნო გარემო მიმოიხილა.

„ჩვენ ვხედავთ, რომ ბოლო პერიოდში განსაკუთრებით, ქართული ოცნება არის აბსოლუტურად ისტერიულ, აგონიური მდგომარეობაში . ყველაზე კარგად დღეს ქართულმა ოცნებამ თავად იცის, რომ ისინი ამ არჩევნებში არიან დამარცხებულები.  დღეს საქართველოში ოპოზიცია არის გამარჯვებული და საზოგადოება პირველ რიგში ხმას ცვლილებებს აძლევს.

ამიტომ, ქართულ ოცნებას აქვს არჩევანი, ეს დარჩენილი პერიოდი და ცვლილებები გაფორმდეს მშვიდობიანად, რაც უპირველეს ყოვლისა შედის ქვეყნის ინტერესებში. ზოგადად, არ არსებობს ერთი ჩამოვარდნილი თმის ღერიც კი, რომელიც ღირს ვინმეს სკამად. არ არსებობს რაიმე თანამდებობა, ან ძალაუფლება, რომელიც ღირდეს შელახულ ჯანმრთელობად . ქართულ ოცნებას აქვს არჩევანი, გარდა იმისა, რომ არ დააზიანოს ქვეყანა, არ დაიზიანოს თავიც. მათ აქვთ შანსი, ახლა მოიქცნენ ისე, რომ მშვიდობიანად და, მე ვისურვებდი, ღირსეულად წავიდნენ ხელისუფლებიდან და ნუ დააზიანებენ ქვეყანას, რასაც ეს ბოლო პერიოდია, აქტიურად აკეთებენ”, – აღნიშნა ხოშტარიამ

იტვირთბა....