ქართული ოცნების სოციოლოგიური ჯგუფის მიერ, თბილისში ჩატარებული კვლევის შედეგების მიხედვით, კახა კალაძე 57.9% იღებს, ნიკა მელია 27.8%, ხოლო გიორგი გახარია 5,3%.
კითხვაზე – „ხვალ რომ თბილისის მერის არჩევნები ტარდებოდეს, რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას“ პასუხები ასე განაწილდა:
- კახა კალაძე („ქართული ოცნება“) 57.9%;
- ნიკანორ მელია („ნაციონალური მოძრაობა“) 27.8%;
- გიორგი გახარია („საქართველოსთვის“) 5,3%;
- ანა ბიბილაშვილი („ლელო“) 2.5%;
- გიორგი ლომია („პატრიოტთა ალიანსი“) 2.1%;
- ანა დოლიძე („ხალხისთვის“) 1,6%;
- თამარ კეკენაძე („მესამე ძალა“) 0,6%;
- მიხეილ ქუმსიშვილი („ლეიბორისტული პარტია“) 0,5%;
- სხვა კანდიდატები 1,7%;
სოციოლოგიური კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 16-20 სექტემბერს. კვლევის ფარგლებში, გამოიკითხა 2 792 რესპოდენტი. ცდომილების ზღვარი 3%-ს შეადგენს.

