ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ოცნების მიერ თბილისში ჩატარებული კვლევა: ოცნება 50,9%, ენმ 25,2%, საქართველოსთვის 5,7%

ქართული ოცნების სოციოლოგიური ჯგუფის მიერ, თბილისში ჩატარებული კვლევის შედეგების მიხედვით, მმართველმა პარტია მიიღო 50,9%, ნაციონალური მოძრაობა 25,2%, საქართველოსთვის 5,7%;

კითხვაზე – “ხვალ რომ თბილისის საკრებულოს არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პოლიტიკურ პარტიას მისცემდით ხმას?”,- პასუხები ასე გადანაწილდა:

  • ქართული ოცნება 50,9%;
  • ნაციონალური მოძრაობა 25,2%;
  • საქართველოსთვის 5,7%;
  • გირჩი – მეტი თავისუფლება 3,4%;
  • პატრიოტთა ალიანსი 3,1%;
  • ლელო 2,9%;
  • მოქალაქეები 2,6%;
  • მესამე ძალა 1,7%;
  • ევროპული საქართველო 1,1%;
  • ლეიბორისტული პარტია 0,9%;
  • გირჩი 0,4%;
  • სხვა პარტიები 2,15%.

სოციოლოგიური კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 16-20 სექტემბერს. კვლევის ფარგლებში, გამოიკითხა 2 792 რესპოდენტი. ცდომილების ზღვარი 3%-ს შეადგენს.

იტვირთბა....