ავიაკომპანია ვიზიარი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან აბუ-დაბის მიმართულებას ამატებს, ბარსელონას, ბერლინსა და ვენას კი აღადგენს. ამის შესახენ ინფორამციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, Wizz Air Abu Dhabi 16 დეკემბრიდან, კვირაში 2 სიხშირით აბუ-დაბის მიმართულებით პირდაპირ რეგულარულ რეისებს შეასრულებს.
რაც შეეხება ბარსელონას, ბერლინსა და ვენას, ბარსელონას მიმართულებით ფრენები პირველ ეტაპზე, კვირაში ერთი სიხშირით აღდგება, ვენის მიმართულებით – ნოემბრიდან კვირაში ორი სიხშირით, ბერლინის კი – ზამთრის სანავიგაციო სეზონზე, კვირაში ერთი სიხშირით.

