ნაფიცმა მსაჯულებმა თელავის საავადმყოფოს დირექტორის ზურა საჩიშვილის მკვლელობაში ბრალდებული ვანო ზანდარაშვილი დამნაშავედ ცნეს.
ვერდიქტი 11-მა ნაფიცმა მსაჯულმა გამოიტანა.
გამოძიება, ზანდარაშვილს სისხლის სამართლის კოდექსის 109- ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავებოდა, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. მოსამართლემ გრიგოლ ვატიტაძემ ბრალდებულს 12 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
შეგახსენებთ, გასული წლის 25 დეკემბერს, სოფელ იყალთოს ცენტრში, კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილემ, ურთიერთშელაპარაკების შემდეგ, საავადმყოფოს დირექტორს შურისძიების მოტივით, სამსახურებრივი ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა.

