ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ჯაფარიძე: დავუკვეთეთ კვლევა, რომელმაც აჩვენა, რომ ოცნების რეიტინგი 25%-ზე ნაკლებია

პარტია ლელოს ერთ-ერთი ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე აცხადებს, რომ მათი პარტიის მიერ დაკვეთილი წინასაარჩევნო კვლევის თანახმად, ქართული ოცნების რეიტინგი 25%-ზე ნაკლებია.

მისივე თქმით, მმართველი გუნდი 2 ოქტომბრის არჩევნებში მწარედ მარცხდება.

“დავუკვეთეთ ჩვენ კვლევა, რომელმაც გვაჩვენა, რომ ქართული ოცნების რეიტინგი არის 25%-ზე ნაკლები. შარშანდელი გაყალბების მსგავსი ვერ იქნება წელს. გვეყოლება დამკვირვებლები. ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები ამ არჩევნებს განიხილავენ, როგორც გარდამტეხ არჩევნებს. გვეყოლება 12 ჯერ მეტი უცხოელი დამკვირვებელი ვიდრე შარშან გვყავდა. ჩვენი ლელოს დამკვირვებლებიც გვეყოლება. დათვლა იქნება ლაივ რეჟიმში. ქართული ოცნება მარცხდება ძალიან მწარედ”, – განაცხადა ჯაფარიძემ ღამის კურიერის ეთერში.

შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარე წლის 2 ოქტომბერს გაიმართება.

იტვირთბა....