aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა ციტატა

წულუკიანი ბანერებზე: მე საძრახისს ვერაფერს ვხედავ

სიძულვილს აღვივებს ის, რომ ყველა პოლიტიკოსის სახლში არის შევარდნა ან შევარდნის მცდელობები ოპონენტების მხრიდან, მათ მიერ დაქირავებული მედიის წარმომადგენლების მხრიდან, როდესაც მათ შორის ჩვენი შვილები სახლიდან ვერ გამოდიან. ეს ჩემი და სხვების რეალობაა ყოველდღიური.

aviabiletebi
ავიაბილეთები

როდესაც ჩვენი ყოველდღიურობა არის სიძულვილის კასკადები, არც ჩემს მეუღლეს და არც ჩემს შვილს, არავითარი სურვილი არ აქვთ იყვნენ პოლიტიკაში. როდესაც მოხუცი მშობლების ბინაში იჭრები მოტყუებით, ეს არავის არ გაინტერესებთ და მხოლოდ ბანერი გაინტერესებთ. ამ ბანერში მე საძრახისს ვერაფერს ვხედავ

ამის შესახებ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა, ღამის კურიერის ეთერში განაცხადა. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, ზოგიერთ ქალაქში ახალი ბანერები, სახელწოდებით არა ნაცებს! არა ბოროტებას! არა ღალატს! გამოჩნდა, რომელზეც ოპოზიციის რამდენიმე ლიდერია გამოსახული.

იტვირთბა....