ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

მელია: კალაძეს ზონდერები ჰყავს გაფორმებული დედაქალაქის მერიაში

ნაცმოძრაობის ლიდერი და ოპოზიციის თბილისის მერობის კანდიდატი ნიკა მელია აცხადებს, რომ კახა კალაძეს თბილისის მერიაში ზონდერები ჰყავს გაფორმებული.

მისივე თქმით, თბილისის მოქმედი მერი ქართული ოცნების ტყვეობაშია.

“პირველ რიგში ქართულ ოცნებას ჰყავს ჯიბეში კახი კალაძე და აიძულეს ადამიანი, რომ გამოსულიყო და ეთქვა, რომ სოლიდარობა სურს, როდესაც 54 ათასი ფაილი გამომზევრდა. იძულებული გახდა იმიტომ, რომ ტყვეობაშია კაცი, იმიტომ, რომ იმდენი ფული აქვს მოპარული… ზონდერები ჰყავს გაფორმებული მერიაში, დოკუმენტები გვაქვს. კახი კალაძეს ზონდერები ჰყავს გაფორმებული დედაქალაქის მერიაში. კორცხელში მონაწილე ზონდერები, ცნობილი ადამიანები, როგორც აღმოჩნდა მერიაში ყავს გაფორმებული”, – განაცხადა მელიამ ტვ პირველის ეთერში.

როგორც მან აღნიშნა, კალაძის დანაშაულის დამადასტურებულ დოკუმენტებს ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს ხვალ გადასცემს.

იტვირთბა....