aviabiletebi
მთავარი მსოფლიო სოციალური ქსელი

აი, ასეთი ქვეყანა მინდა გახდეს საქართველო – რას წერს ფრანგიშვილი

სასოწარკვეთილმა გერმანიის ჯანდაცვის მინისტრმა შემოაგდო წინადადება, რომ აუცრელებისათვის, თუკი ისინი კარანტინში მოხვდებიან, იმ 2 კვირის მანძილზე ხელფასი არ მიეცემათო.

aviabiletebi
ავიაბილეთები

უპირველესად, გერმანიას 61% აცრილი ჰყავს,

15 % უბრალოდ ვერ აცრი, ასაკი არა აქვს ასაცრელი

და ის დარჩენილი 20% მდე ადამიანი, ვინც აქამდე არ აცრილა, იმათ ვერ აცრი ასეთი მეთოდებით.

მეორეა ის, რომ გერმანია დემოკრატიასთან ერთად პირადობის დაცვის ქვეყანაა და ხელისუფალმა ვერაფრით ვერ გაიტანა, რომ დამსაქმებელმა მოგთხოვოს აცრის ცნობა, თუ არა ხარ ან აღმზრდელ მასწავლებელი ან არ ხარ ჯანდაცვაში დასაქმებული.

და მესამეა ის, რომ

დამსაქმებელი ანუ ბიზნესი გერმანიაში სულელი ხო არაა??

თუკი არ იცი აცრილია თუ არა

როგორ გაარკვიოს დამსაქმებელმა, გადაუხადოს თუ არა ხელფასი?

ჯანდაცვის ბიუროებს არა აქვთ არც იურიდიული უფლება და არც ჰუმანურ ფინანსური საშუალება, რომ გაარკვიონ სად და რა პირობებში მუშაობს კარანტინში მყოფი.

თუკი უბრალოდ ეტყვი, რომ ჰოუმოფისში ხარ, ვინ შეგამოწმებს?

ან კარანტინის დაცვას სახლში ვინ გიმოწმებს?

ეს საქართველო ხოარაა რომ კოვიდსასტუმროები გახსნან?

მოკლედ,

დამსაქმებელი სულელი არაა გერმანიაში და შეშინდა,

არ სურს ისე მოხდეს, რომ კოვიდკონტაქტიანი, რომელიც წესით კარანტინში უნდა იყოს, გამოცხადდეს სამუშაო ადგილას, რაც გაცილებით მეტ ინფექციას გამოიწვევს.

ასევე არ სურს, რომ როგორმე გამოიძიოს აცრის სტატუსი მისი მომსახურისა და მერე იმან უჩივლოს

და ბოლოს, ისიც არ სურს რომ დასაქმებული დაკარგოს.

ამიტომაც,

გერმანიის ბიზნესმა და დამსაქმებელთა ორგანიზაციამ გადაწყვიტა, რომ,

მიუხედავად სახელმწიფოს ჩარევისა, ის, დამსაქმებელი მაინც გადაუხდის ხელფასს კარანტინის დროს.

აი ასეთი ქვეყანა მინდა გახდეს საქართველო.

მოვახერხებთ,

როგორმე და ყველა ერთად,

როცა გავისტუმრებთ პოლიტიკიდან ყველა მონას, ყველა კონფორმისტს და ყველა ავანტიურისტს, ვინც მხოლოდ სართულიანი გინებით ებრძვის ვითომდა სისტემას, არადა ამ სისტემის წევრია სისხლხორცეულად და ოჯახური გენეალოგიით

წერს სოციალურ ქსელში გერმანიაში მოღვაწე ქართველი ექიმი, იაგო ფრანგიშვილი.

იტვირთბა....