რიონის ხეობის მცველის ვარლამ გოლეთიანის თქმით, ეს ამბავი დაუჯერებელია, მაგრამ არის “უპრეცედენტოდ სასიხარუო”. ამის შესახებ გოლეთიანმა მეტრონომთან საუბრისას განაცხადა.
“ჩვენ მაინც ოფიციალური წყაროებისგან ველოდებით ინფორმაციის საბოლოო დადასტურებას, რადგან სამინისტროს ჯერ არაფერი უთქვამს რა პროცესია, ამიტომ ჯერჯერობით თავს ვიკავებთ ამ ეტაპზე განცხადებისგან, თუმცა, ვფიქრობთ, რომ სიმართლე შეესაბამება გავრცელებული ინფორმაცია.
ვინც იცის რა ხდება და რა სახის ხელშეკრულება იყო, საერთოდ რა პროცესი იყო, ყველამ კარგად იცის, რომ ეს არის უპრეცედენტოდ სასიხარულო ამბავი და იმედია მართალია რასაც ამბობენ, ჩვენ ჯერ ვერ ვიჯერებთ”,- ამბობს მეტრონომთან საუბარში ვარლამ გოლეთიანი.
ENKA Renewables-ი საქართველოს სახელმწიფოთან არსებულ ხელშეკრულებას წყვეტს – $800 მილიონიანი ჰიდროელექტროსადგური აღარ აშენდება. ამის შესახებ bm.ge წერს.

