ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კობახიძე ENKA-ს მიერ ხელშეკრულების გაწყვეტაზე: ცუდი სიგნალია შემდგომი ინვესტიციებისთვის

[su_quote] ეს, რა თქმა უნდა, იყო კომპანიის მიერ გადადგმული ნაბიჯი. თქვენ იცით, რომ ენერგეტიკული დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა ჩვენთვის არის ერთერთი მთავარი პრიორიტეტი, არამარტო ეკონომიკური თვალსაზრისით, არამედ უსაფრთხოებისა და პოლიტიკური თვალსაზრისითაც. აქედან გამომდინარე, ეს არის, რა თქმა უნდა, ცუდი სიგნალი შემდგომი ინვესტიციებისთვისაც, თუმცა საქართველოს ხელისუფლება გააკეთებს ყველაფერს, რომ ენერგეტიკის მიმართულებით ჩაიდოს დიდი ინვესტიციები.

მთავრობას აქვს 10 წლიანი სამოქმედო გეგმა, მათ შორის, ენერგეტიკის კუთხით. მილიარდობით დოლარის ინვესტიციების მოზიდვა არის დაგეგმილი. ეს არის სამწუხარო გადაწყვეტილება, სამწუხარო ფაქტი თქვა კობახიძემ [/su_quote]

ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

იტვირთბა....