ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ნათელაშვილი: ღარიბაშვილი ჩვენგან მოპარული მილიონებით ნიუ იურკიში დასეირნობს

ღარიბაშვილს მოვუწოდებ, შეწყვიტოს მანჰეტენზე სტეიკის ჭამა, მივიდეს გაეროს შენობაში, სადაც ელოდებიან და მოახდინოს რეზოლუციის ინიცირება, – ამის შესახებ ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი აცხადებს, რითაც პრემიერ მინისტრის ნიუ-იორკში ვიზიტს ეხმაურება.

“ჩვენგან მოპარული მილიონებით, ამ წუთებში პრემიერი ღარიბაშვილი დასეირნობს ნიუ -იორკში. მე მას მოვუწოდებ, შეწყვიტოს მანჰეტენზე სტეიკის ჭამა, მივიდეს გაეროს შენობაში, სადაც ელოდებიან და მოახდინოს რეზოლუციის ინიცირება. აფხაზეთში ქართული ენის აკრძალვასა და ქართველთა გენოციდის შესახებ – რუსეთის დელეგაციის თვალწინ. სხვა შემთხვევაში, სჯობს თბილისი აეროპორტში ფეხი არ დადგას“, – აღნიშნა ნათელაშვილმა

შეგახსენებთ, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, ირაკლი ღარიბაშვილი, თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა. შეხვედრა ნიუ-იორკში პირისპირ და გაფართოებული ფორმატით შედგა.

იტვირთბა....