ქართული ოცნების მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ თქვა, რომ ქილაში, რომელიც ხელის კვრით მაგიდიდან გადააგდო, საკვების გარდა ყველაფერი იყო.
“საკვების გარდა ყველაფერი იყო იმ ქილაში. ეს არის ძალიან დიდი ტყუილი, სიცრუე, ეს იყო უბრალოდ შოუ, რომლის მოწყობაც სცადა ამ კონკრეტულმა ადამიანმა”,- ამბობს კახა კალაძე.
შეგახსენებთ, რომ გუშინ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში თბილისის მერობის ყველა კანდიდატი დებატებში იღებდა მონაწილეობას, ლებორისტული პარტიის კანდიდატმა მიხეილ ქუმსიშვილმა კახა კალაძეს ქილით უფასო სასადილოს საკვები მიუტანა, კალაძემ კი ქილას თითი ჰკრა და ტრიბუნიდან გადააგდო.

