ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ბარამიძე დმანისის ინციდენტზე : ეს არის ივანიშვილი კრიმინალური რეჟიმის გაგრძელება

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს წევრის გიორგი ბარამიძის განცხადებით, მმართველი გუნდი წინასაარჩევნოდ კრიმინალთან შეკვრის და თანამშრომლობის მეთოდით ცდილობს ხელისუფლებაში დარჩენას.

“ეს არის გაგრძელება ივანიშვილის კრიმინალური რეჟიმის მართვის მეთოდის და იმ პროცესის, როდესაც ის ცდილობს ყველა მის ხელთ არსებული საშუალებით დააშინოს ხალხი და ძალადობის, მოსყიდვის და სახელმწიფო სტრუქტურების უკანონოდ გამოყენების გზით, კრიმინალთან შეკვრის მეთოდით და მათთან ერთად თანამშრომლობით შეეცადოს, რადაც არ უნდა დაუჯდეს ნებისმიერ ფასად შეინარჩუნოს ხელისუფლება”, – განაცხადა ბარამიძემ

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დმანისის მუნიციპალიტეტში ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერების დაჭრის ფაქტზე ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატის მიხეილ დაუთაშვილის შვილი დავით დაუთაშვილი დააკავა. როგორც უწყების ინფორმაციაშია აღნიშნული, ბრალდებულმა წინასაარჩევნო შეხვედრაზე მომხდარი სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირებისას, დანის გამოყენებით სახის არეში დაზიანებები მიაყენა პარტია ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერებს.

იტვირთბა....